Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ესტატე ლაზარიდის (ლაზარევის) ნაშრომების პრეზენტაცია

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აგრძელებს შეხვედრებს "აგორაზე" - სემინარების, მოხსენებების და პრეზენტაციების ციკლს კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით.

 

2024 წლის 25 აპრილს, ხუთშაბათს, 17.00 საათზე წარმოგიდგენთ ესტატე ლაზარიდის (ლაზარევის) ნაშრომებს "პონტოს დიალექტის ბერძნულ-ქართული ლექსიკონი" და "ბერძნული ენის დიალექტის ფოლკლორული ტექსტები". ეს ნაშრომები მკვლევრის ოჯახის ინიციატივით და ქალბატონ თამარ მესხის რედაქტორობით გამოსცა გამომცემლობა "მერიდიანმა". 

 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13, მეორე სართული, აუდიტორია N 220

თარიღი: 23/04/2024